გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემა
შ.ბადრიძის ,,მეფე მწიგნობარი“.
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
მე-3 კლასი
ქართული ენა.
მოსწავლეთა რაოდენობა
 15 მოსწავლე.
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
                                              მიზნები
_ტექსტის კითხვა და ანალიზი.
_დავით აღმაშენებლის შესახებ მარტივი საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდება.
_კითხვის მარტივი სტრატეგიების დაუფლება.
_ტექსტის არსებითი ენობრივ-გრმატიკული ნიშნების ამოცნობა.
                                            შედეგები
_მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ტექსტს.
_აჯამებს საგანმანათლებლო ინფორმაციას.
_აკეთებს დასკვნებს, ასაბუთებს თავის მოსაზრებას.
_წერს.
 ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქ. III 2, III 3, III 5, III 6, III 7, III 10.
 თანმიმდევრობა
ა) კითხვისათვის მზადება (9-10 წუთი)
     კლასს ვყოფ 3 ჯგუფად (ჯგუფური მუშაობა ) და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას-გაიხსენონ, რა იციან დავით აღმაშენებლის შესახებ. მოსაფიქრებლად ეძლევათ 3-4 წუთი.
    პასუხების მოსმენის შემდეგ ვრთავ პროექტორს და ვაჩვენებ ,,გონებრივი იერიშის“ რუკას, რომლის შუაშიც წერია დავით აღმაშენებელი. ყურადღება გამახვილდება სიტყვაზე ,,აღმაშენებელი“. გაირკვევა, თუ რატომ უწოდა ხალხმა მეფე დავითს ეს სახელი. თანმიმდევრობით ვაჩვენებ სხვადასხვა სურათებს და ვაწვდი დამატებით ინფორმაციას დავით აღმაშენებელზე.
ბ) ტექსტის კითხვა და ანალიზი(15-17 წუთი).
      ტექსტს  ვკითხულობ თავიდან ბოლომდე. შემდეგ მოსწავეები კითხულობენ ნაწილ-ნაწილ და ხდება უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების ანალიზი. აიხსნება სიტყვები:ფილოსოფია,  ღვთისმეტყველება-მეცნიერების დარგები, მწიგნობარი-იტყვიან დანათლებულ, ნაკითხ ადამიანზე; ბიბლიოთეკა, დაწესებულება, სადაც თავს უყრიან ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებს , წიგნთსაცავი.
     კლასს ვავალებ ერთხელ კიდევ წაიკითხონ ტექსტი ჩუმად და მოძებნონ მათთვის გაუგებარი სიტყვა ან გამოთქმა. მათი გამოყენებით შეადგინონ წინადადებები.
     ვატარებ გამოკრებით კითხვას . ვიყენებ ჯგუფურ მუშაობას. კლასს ვყოფ 3 ჯგუფად; თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას. მოძებნონ და წაიკითხონ ტექსტიდან ის ადგილები, სადაც აღწერილია:
1)დავით აღმაშენებლის ცოდნა-განათლება;
2)წიგნის სიყვარული;
3)გადასატან-გადმოსატანი ბიბლიოთეკა.
გ)ტექსტის კონსტრუირება-(5-6წუთი)
  მოსწავლეები ასრულებენ რვეულში მოცემულ დავალებას-დაალაგონ წინადადებები რიგითი ნომრების მიხედვით ისე, რომ ტექსტი მიიღონ. სრულდება წყვილებში. ეს სავარჯიშო ტექსტის აღდგენასთან ერთად გვაწვდის  დავით აღმაშენებლის შესახებ დამატებით საგანმანათლებლო ინფორმაციას. საბოლოოდ წინადადებები რიგითი ნომრების მიხედვით დალაგდება ასე: 3 , 1, 6, 5, 2, 7, 4 და ტექსტი ასეთ სახეს მიიღებს:
    ,,დავითი მეფობდა XI-XII საუკუნეებში. იგი 16 წლისა გაამეფეს. უპირველესად იგი შეუდგა მტერთან ბრძოლას. მან აღადგინა მტრისაგან განადგურებული ქვეყანა. დავითმა დააარსა მრავალი სასწავლებელიც. დავით აღმაშენებელი დაკრძალულია გელათის მონასტერში. სიკვდილის შემდეგ იგი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა“.
             

შეჯამება (3-4 წუთი)
გაკვეთილის ბოლოს კლასთან ერთად ვაფასებ რამდენიმე მოსწავლეს. შეფასებისას აუცილებლად ვითვალისწინებ შემდეგ პარამეტრებს :
პრაქტიკული მუშაობა (ორგანიზებულობა , შემოქმედებითობა, მასალის ფლობა ).
მსჯელობა კლასში (აქტიურობა, პარტნიორთან და ჯგუფთან მუშაობა, კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა)
პრეზენტაცია(საკუთარი აზრის დასაბუთება, კორექტულობა)
საშინაო დავალება -,,მეფე მწიგნობარი“ (კითხვით) , ტექსტში მონიშნონ ის აგილი,რომელიც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ.(3 წუთი)
საკლასო     მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
ტექნიკა და ინსტრუმენტები - კომპიუტერი, პროექტორი.
გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია 1 კომპიუტერის არსებობის შემთხვევაში.
ინფორმაციის წყაროები - ,,ჩემი საქართველო“ (ელფის გამომცემლობა 2007), www.wikipedia .org

Комментариев нет:

Отправить комментарий