понедельник, 4 ноября 2013 г.

სტიქიური მოვლენები

    1.პროექტის სახელწოდება:სტიქიური მოვლენები.
    2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:სტიქიური მოვლენები, მათი გამომწვევი მიზეზები და შედეგები. სტიქიური მოვლენების დროს თავდაცვისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
   3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ , იკვლევენ და ცვლიან ინფორმაციას სტიქიური მოვლენების შესახებ.  ეცნობიან სხვადასხვა სტიქიური მოვლენის დროს თავდაცვისა და უსაფრთხოების წესებს.
   4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები უკეთ გაეცნონ სტიქიის სხვადასხვა მოვლენებს, დაადგინონ მათი გამომწვევი მიზეზები და შედეგები. შეისწავლონ სხვადასხვა სტიქიური მოვლენის დროს თავდაცვისა და უსაფრთხოების წესები და შეძლონ ადეკვატურად მოქცევა.
   5. მონაწილეთა ასაკი:8-9 წელი.
   6. ვადები/ხანგრძლივობა :2 კვირა.
   7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები შექმნიან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებებს, დახატავენ ნახატებს, შექმნიან ხელნაწერ გაზეთს ფოტოკოლაჟით, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას.
   8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დამხმარე ლიტერატურა (ენციკლოპედია), ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი.
   9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები) : სხვადასხვა წყაროებიდან მოსწავლეები მოიძიებენ, იკვლევენ და ცვლიან ინფორმაციას სტიქიური მოვლენების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ.ეცნობიან თავდაცვისა და უსაფრთხოების წესებს. სწავლობენ სხვადასხვა სტიქიური მოვლენის დროს ადეკვატურად მოქცევას; ამზადებენ პრეზენტაციას  აღნიშნული თემის შესახებ,მოიძიებენ ფოტოსურათებს,  აწყობენ დისკუსიებს, ნამუშევრების გამოფენას.
   10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
ბენება-მარტივად აღწერს სტიქიურ მოვლენებს (III 10). უვითარდება კვლევის უნარ-ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს შეიცნოს სამყარო. აგროვებს მონაცემებს დაკვირვებით და საინფორმაციო წყაროების საშუალებით. ქართული-ისმენს სხვადასხვა სახის ტექსტს, იგებს და გასმოსცემს მათ შინაარსს (ქ III 2), თხზავს და აფორმებს სხვადასხვა მიზნობრივ ტექსტს (ქ III 8), ტექსტის შექმნისას იყენებს ძირითად გრამატიკულ ნიშნებს (ქ III 10) , დამოუკიდებლად წერს მცირე ზომის ტექსტს  და გასაგებად აყალიბებს აზრს ( ქ III 9 ). ხელოვნება-მიმართავს სხვადასხვა საშუალებებს ნამუშევრის შექმნისას, აკვირდება და შთაბეჭდილებებს ასახავს ნამუშევრებში (ს.გ. III 2,3) მუშაობს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად (ს.გ. III 6 ).
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირმა პაპუაშვილი.
  12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  irmapapuashvili9@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი\ბლოგი: irmapapuashvili.blogspot.com